კარანტინში მყოფი მოქალაქე: მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა
“უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას! მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა”, – წერს სოციალურ ქსელში უცხოეთიდან დაბრუნებული, კარანტინში მყოფი ანუკი ბიწაძე.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც, მისივე განცხადებით, ევროპის სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვით.
„კარანტინი.
უუდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას!
მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე, რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის, რომ საერთოდ არავის შევუმოწმებივართ;
თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო, მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;
ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;
რა თქმა უნდა, 100%-ით მზად ვიყავით ამისთვის;
სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;
თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;
არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები (ცხელი, ცივი, ხილი, სასმელი), სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;
გვიმოწმებენ ტემპერატურას;
სავარაუდოდ, დაგვაკვირდებიან რამდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება, გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;
ჩემი აზრით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე…”, – წერს ანუკი ბიწაძე.