თამთა მეგრელიშვილი: დროა, შეეგუოთ, რომ მოსამართლეთა ხმის დიაპაზონს ხელისუფლების ცვლილებები ვეღარ განსაზღვრავს
„ეს არის სასამართლო სისტემის ყველაზე მიუკერძოებელი დიაგნოზი!”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი მოსაზრება მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციის, ვაშინგტონის №1 ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation-ის შეფასებას ემყარება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასამართლო სისტემა 2017 წლიდან დღემდე ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და ა.შ.
„საუბარია მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, სასამართლოების შიდა დამოუკიდებლობისა და ავტონომიის შეზღუდვის რისკებზე იმ ფონზე, როცა გაუმჯობესდა სასამართლოთა ორგანიზაციული მუშაობა, მოხდა სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა, შეიქმნა მოსამართლეების გამოცდებისა და გადამზადების სისტემა, შეიქმნა მანდატურის ინსტიტუტი, გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება, ბუნებრივია, ამ პოსტში ყველა დეტალს ვერ მიმოვიხილავ…
ფაქტია, იქმნება გარანტირებული სისტემა, სადაც სასამართლოში არსებული ვითარება ხელისუფლების ცვლილებების პროპორციული არ არის და აღარ იქნება და მოსამართლეთა ხმის დიაპაზონს ხელისუფლების ცვლილებები ვეღარ განსაზღვრავს!
ჩემი მოსაზრება ემყარება მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციის, ვაშინგტონის №1 ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation-ის შეფასებას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ სასამართლო სისტემების შეფასებისას ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით, როგორებიცაა:
სასამართლოს დამოუკიდებლობა;
სასამართლო პროცესების ხარისხი;
მიუკერძოებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას;
სასამართლო ეფექტურობის ინდექსით საქართველოს სასამართლო სისტემა 2017 წლიდან დღემდე ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი…
ბოლო მონაცემებით კი, საქართველოს სასამართლო სისტემამ ეფექტურობის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა!
მთელი ევროპის მასშტაბით კი მსოფლიო საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა!
მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციის, ვაშინგტონის №1 ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation-ის შეფასება კიდევ ერთხელ დასანახად და გასაგებად ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმა, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, კვალიფიციურობის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არსებული გამოწვევების ფონზე საერთაშორისო და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებით მიმდინარეობს.
ეს არის სასამართლო სისტემის ყველაზე მიუკერძოებელი დიაგნოზი!
დროა, შეეგუოთ, რომ მოსამართლეთა ხმის დიაპაზონს ხელისუფლების ცვლილებები ვეღარ განსაზღვრავს!” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.