გიორგი გახარია: მზად ვართ, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს

საქართველოს პრემიერ აბმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს დაეხმაროს, რათა გლობალურ გამოწვევას გაუმკლავდნენ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა შეზღუდულია, რომ ზუსტად იგივე დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, როგორც – საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს – ჩვენ შეზღუდული ვართ, ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც –  საქართველოს სხვა მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მივცეთ მათაც საშუალება, რომ გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები