იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ, კანდიდატურის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე მოხდება. ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, დღეს დადგეს. მას თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართა.