დაჩი ცაგურია: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებო, ყოჩაღ თქვენს გაძლებას
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტს “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მუშაობისთვის მადლობას უხდის.
მისივე თქმით, კარანტინი სასჯელი არ არის.
“თან ბავშვთან ერთადაა ერთ-ერთი უტვინო…
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებო, ყოჩაღ თქვენს გაძლებას. გაითავისეთ თქვე ცალტვინებო, ამ ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრებისაც და უბრალო გამვლელიც კი შეიძლება, დაღუპოთ, დაძაბეთ თქვენი პატარა ტვინები და მიხვდეთ იქნებ, რომ, უბრალოდ, მკვლელობა შეიძლება, ჩაიდინოთ თქვენი გულგრილობით.
არ დაღუპო ქვეყანა!
კარანტინი სასჯელი არაა!”, – წერს ცაგურია.
ცნობისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საკარანტინო ზონაში, ჯამურად, 55 ადამიანია გადაყვანილი.