თორნიკე რიჟვაძე: ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4-თვიანი ვალდებულება მიეცემა

ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4-თვიანი ვალდებულება მიეცემა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიებს არ დაეკისრებათ პირგასამტეხელოც.
იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორს დამატებითი ვადა დასჭირდება აჭარის მთავრობაში ეს საკითხიც განიხილება. რაც შეეხება სურსათის მომარაგებას, ამასთან დაკავშირებით რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონში ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევა არ არსებობს.
“მინდა მივმართო სასურსათო მაღაზიებისა და ქსელების მფლობელელბს, რომ ხალხის გასაჭირის ხარჯზე არ დაუშვან ფასების ზრდა”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებს, რომლებმაც საერთაშორისო სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად შეთავაზება გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები