გორში ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ბარნოვის, ბარათაშვილის, ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩებისა და ცხინვალის გზატკეცილიდან შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოების გამო, სამ ქუჩაზე ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება, ხოლო ბარნოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით გადაკეტილია ძმები რომელაშვილების ქუჩა (შოთა ჩოჩიშვილის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე).

ქუჩების ჯამური სიგრძე 1 200 მეტრია, სამუშაოების ღირებულება კი 1 212 943 ლარია. გარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 480 184 ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ მძღოლებსა და ქვეითებს, საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები