საბურავებით მოწყობილი “სამოთხის ბაღი” ვალეში და თბილისში სტუმრობის შემდეგ გაჩენილი იდეა (ფოტო, ვიდეო)

თუ ვალეში საბურავების ოსტატს იკითხავთ, მაშინვე მიგასწავლიან გზას „სამოთხის ბაღისკენ“, რომელიც ემზარ გოზალიშვილს ეკუთვნის. მან საცხოვრებელი სახლის გვერდით საკუთარი ხელით გამოჭრილი საბურავებისგან შექმნილი ნივთები მოათავსა და სტუმრებს სწორედ ამ ადგილას მასპინძლობს.
მამალი, ეშმაკი, ბანანის ხე, პალმა, თუთიყუში და დრაკონი ის მცირე ჩამონათალია, რომელიც ემზარის ბაღში შეგხვდებათ. 57 წლის კაცი ამბობს, რომ იდეა თბილისში ბოლო სტუმრობის შემდეგ გაუჩნდა.
„ყველა შემოქმედებაში ჩემი აზრი მაქვს ჩადებული. შორიდან ვერ ხვდებიან, მაგრამ, როცა ვუხსნი, ძალიან მოსწონთ. მაგალითად, ეს – თვალიდან გადმოდის ცრემლის წვეთი. ერთი მხრიდან ეშმაკი უყურებს ანუ გველი და მეორე მხრიდან მტრედი ანუ ანგელოზი. არც ერთი ქმნილება არ შემიქმნია იდეის გარეშე“, – უყვება „რეგიონულ კვირას“ ვალელი შემოქმედი.
„ედემის ბაღი“ – ასე ეძახის საკუთარი ხელით შექმნილ ეზოს. როგორც თავად ამბობს, ამ ადგილის სანახავად უცხო ხალხი ხშირად სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები