“თიბისი” მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

დღეიდან 2 თვის განმავლობაში “თიბისის” მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ.

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, “თიბისის” დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

· 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშისა და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;

· 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;

· პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;

· კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები