აშშ–ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები 16 მარტს იწყება
კორონავირუს SARS-Cov-2 –ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდა ქალაქ სიეტლში, Kaiser Permanente Washington Health Research Institute–ში იწყება.
“კვლევის პირველი მონაწილე ექსპერიმენტალურ დოზას უკვე 16 მარტს მიიღებს” – წერს Associated Press-ი.
გამოცდაში 18–დან 55 წლის ასაკში სულ 45 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ისინი ვაქცინის სხვადასხვა რაოდენობას მიიღებენ.
“ვაქცინა მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna–სა აშშ–ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების მიერ არის შექმნილი”, – წერს Deutsche Welle.
გარდა ამისა, აშშ–ში აპრილის დასაწყისში ანტიკორონავირუსული ვაქცინის ცდებს დაიწყებს კიდევ ერთი კომპანია Inovio Pharmaceuticals, რომელშიც რამდენიმე ათეული მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.