გიორგი ნათენაძე: საქართველოში უნდა დაბრუნდეთ, კარანტინსა და საქართველოში საშიში არაფერია

საქართველოში, კარანტინში მყოფი ერთ-ერთი ადამიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კარანტინის პირობებს აღწერს. როგორც გიორგი ნათენაძე ჰყვება, საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია.

“კორონა – დღე პირველი

არ მინდა, თავი, მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ, რომ ვწერდი, კარგი პირობებია-თქო. მე გეტყვით, რა ხდება და მიხვდებით, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინსა და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.
მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტობრივად, პირველი დღეა. სასტუმრო “სპუტნიკი” “დაგუგლეთ” და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა, კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კი არა, დასვენებისთვის წარმოუდგენელია.

– დღეში სამჯერადი კვება
– სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
– ტელევიზორი და ინტერნეტი- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში

მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.

შეგიძლიათ იმუშაოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6-მეტრიან ოთახში, ალბათ, 2 კილომეტრი ვირბინე.
თუ რამე გაკლიათ, უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.

კარზე რომ მოგიკაკუნებენ, ესე იგი, სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს, ან სიცხეს გიკონტროლებს (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს).

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა, არ მინახავს და კიდევ 2 კვირას ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი
და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ, თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ, პირველ ყოვლისა, თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინა ვარო, “ბიზმესმენი” ვარო “სიმონო”, ხოდა, სიგარეტი უნდა მოვწიო, არ მაინტერესებსო. “ვაბშე” აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო, რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს “ბიზმესმენი”.

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ.
სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით.
თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3-წლიან პატიმრობაში მიგაცილებენ.

აბა, კარგი დასვენება.
თუ არ გავერთიანდით ტოროლას ვერ დავამარცხებთ.

ხოდა, კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით,”- წერს გიორგო ნათენაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები