ველური ბუნების სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბი დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში გაუშვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, 40 ფთა ადგილობრივი სახეობა კაკაბი გაუშვა. ველური ბუნების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენა.
დაცული ტერიტორეიბის სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.
ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები