რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს
რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს.
ამის შესახებ განცხადება რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”,- -განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რა პერიოდის განმავლობაში იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლებულები, რუსთავის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტენ.