“გუდვილი”: პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტი გვაქვს, ​მომხმარებლებს მოვუწოდებთ, იყვნენ მშვიდად

ჰიპერმარკეტების ქსელ “გუდვილის” მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ნატა წერეთლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც მან “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, მათ პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტი აქვთ.

“მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს მხრიდან პროდუქტზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ. ჩვენ მარაგი გვაქვს საკმარისზე მეტი და არანაირი საშიშროება იმისა, რომ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი იყოს, არ არის.
​მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ იყვნენ მშვიდად და წყნარად, არც ფასების ზრდა არ არის დაგეგმილი. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი მომწოდებლებთანაც”,-განაცხადა “გუდვილის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნატა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები