ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ძვირფასო მეგობრებო! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის შესაძლებლობები შეზღუდულია, ვფიქრობ, რომ თუ ეპიდემიური მდგომარეობა გართულდება და არის ამის გარკვეული მოლოდინი, თითოეულმა ჩვენგანმა, მით უფრო გარკვეული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, მოხალისეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ყოველდღიურად არაერთი ხანდაზმული მწერს და შიშობს სავარაუდო იზოლაციის გამო. ცხადია, ყველას ვერა, მაგრამ ამ ეტაპზე, დინამიკის დაკვირვების და შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადასცდნენ და მარტოხელები ან სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, ყველა სამედიცინო წესის დაცვით, ნივთპროდუქტებს მივაწვდით.
იმედი მაქვს, ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გაიზიარებენ“, – აღნიშნულია გიორგი კეკელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები