ბაჩო ოდიშარია: სიკეთის და დახმარების აქტზე პირადი მიზერული ვნებების დასაკმაყოფილებლად, რომ ამბობ თვითტკბობა და ამპარტავნებააო, ამაზე მეტად, როგორ უნდა დაკნინდე

„სახელმწიფოსთვის რთულ ვითარებაშიქველმოქმედებას და დახმარების გაწევას რომნეგატიურ ჭრილში იხილავ, ეს განსაკუთრებულიტიპის უღირსებაა. სიკეთის და დახმარების აქტზეროდესაც პირადი მიზერული ვნებებისდასაკმაყოფილებლად ამბობ თვითტკბობა დაამპარტავნებააო, ამაზე მეტად როგორ უნდადაკნინდე ადამიანი, ძნელი წარმოსადგენია. არადაბატონ გიას მშვენივრად მოეხსენება „ქართუფონდის” და ბიძინა ივანიშვილის მიერსახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვისგაწეული ქველმოქმედების ხასიათი,” – ასე აფასებს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია POSTV-ის ვიდეობლოგში გია ხუხაშვილის მიერ „ქართუ ფონდის” განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არ არის პირველი და უკანასკნელიმსგავსი ტიპის ინიციატივა და ეს გია ხუხაშვილმა კარგად იცის.

„იგივე იყო 2015 წელს თბილისში სტიქიის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა თუ რაიმერესურსს ხელისუფლება და ბიზნესი ვერ მოიძიებსმე ავანაზღაურებო, ან როდესაც 2013 წელს კახეთშისტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდმაქართუმ 100 მილიონი ლარი გამოყო სოფლისმეურნეობისთვის და სახურავების შესაკეთებლად.ეს ყველაფერი გია ხუხაშვილს რასაკვირველიაჩემზე უკეთ მოეხსენება, მაგრამ როგორც ჩანს,მავნებლობა მისი ჰობია. ბატონი გიას ლოგიკით,ზემოთხსენებული ინიციატივებიც ამპარტავნობა დათვითკბობა გამოდის, ანუ დახმარება, ემპათია,სხვაზე ზრუნვა მხოლოდ თვითტკბობის ჭრილშიწარმოუდგენია ამ ადამიანს,” – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

მისი თქმით, ოპოზიციაში მდგარმა ზოგიერთმასუბიექტმა ამ ქველმოქმედების ირგვლივაც დაიწყომავნებლობა და ნეგატიურად შეფასება.

“ფონდმა ქართუმ გაავრცელა განცხადება, რომმზადაა გამოყოს იმ მოცულობის ფინანსურირესურსი, რაც კორონავირუსის გავრცელებისსაფრთხისგან საზოგადოების დასაცავად იქნებასაჭირო. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოკორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულპრობლემებს ეფექტურად უმკლავდება, მაგრამრადგან ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არისმდიდარი, იმ დანაკლისს, რასაც შესაძლოა ვერგაწვდეს ბიუჯეტი, ანაზღაურებს ბიძინაივანიშვილის ქველმოქმედება, ესაა მისიქველმოქმედების ზოგადი პრინციპი. მოკლედ,ისეთი ქველმოქმედებაა, ძალიან რო მოგინდეს,წესით არ უნდა მოგცეს მინიმუმ შინაგანმა ეთიკამუფლება, რომ რამე ცუდი თქვა ამ ინიციატივაზე,თუმცა რასაკვირველია ოპოზიციაში მდგარმაზოგიერთმა სუბიექტმა ამის ირგვლივაც დაიწყომავნებლობა და ნეგატიურად შეფასება. ნუნაცებისგან აღარ გვიკვირს არაფერი, მიშამვიდეომიმართვა ჩაწერა რვაასი მილიონი აქ ბიძინაივანიშვილს სახლის ბუნკერში დამარხული და ესფული უნდა ამოვიღოთო.

ამის პარალელურად, ფეისბუქის ავანსცენაზეგამოვიდა დამოუკიდებელ ექსპერტადპოზიციონირებული გია ხუხაშვილი, რომელმაცქართუს განცხადებაზე, ამპარტავნობაა და ბიძინათავის განსაკუთრებულობით ტკბებაო.

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელმაცდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოიარა90-ანი წლები, ჰიპერინფლაცია, სამოქალაქო ომი,შევარდნაძის პერიოდი, სააკაშვილისტოტალიტარული ფსევდოდემოკრატია, სადაცინვესტორზე მორგებული პოლიტიკა, დერეგულაცია,სახელმწიფოს სრული დაკნინება მივიღეთ დღისწესრიგში, მთავრობისგან მიტაცების დამითვისების პერიოდი და ამის მერე რომ ითხოვშვედეთის კალიბრის სახელმწიფოსსაქართველოსგან, თან ამ მოულოდნელიგლობალური პრობლემის დროს, ესაა უდიდესიმავნებლობა და ეგზისტენციური ლილიპუტიზმი.სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანასაქართველო არსებული ხელისუფლებისპირობებში გახდა, მივიღეთ საყოველთაოჯანდაცვა, სოციალური პაკეტი რაც ევროპულქვეყნებს და ცივილიზებულ სამყაროს აქვს. კაი,აკრიტიკებ რაღაცას ვიღაცის თვალში ქულებისდაწერის მიზნით, მაგრამ ოპოზიცია, რომელსაცახლა უჭერ მხარს, ეგაა ვინც მთელი თავისიხელისუფლებაში ყოფნის დრო სახელმწიფოსდაკნინებას მოახმარა, კერძო ინიციატივებიგააფეტიშა, სახელმწიფოს მოუკლა რაცმარეგულირებელ, ავტორიტეტულ სერვისებისმომწოდებლად ხდიდა, ყველაფრის პრივატიზაციადა კერძოზე გადაყვანა მოახდინა და დღემდესახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფას ეწევა.მოკლედ სამყაროში პატარა მონაკვეთი არარსებობს, სადაც ხუხაშვილი მართალი იქნება.

მრავალი ასპექტია, რისთვისაც შეიძლებაგააკრიტიკო ნებისმიერი ადამიანი, მაგრამსახელმწიფოსთვის რთულ ვითარებაში,ქველმოქმედებას და დახმარების გაწევას რომნეგატიურ ჭრილში უკეთებ განხილვას, ესგანსაკუთრებული ტიპის უღირსებაა. არადა ბატონგიას მშვენივრად მოეხსენება ქართუ ფონდის დაბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის დასაზოგადოებისთვის გაწეული ქველმოქმედებისხასიათი, რომ ეს არაა პირველი და უკანასკნელიმსგავსი ტიპის ინიციატივა, იგივე იყო 2015 წელსთბილისში სტიქიის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმაგანაცხადა თუ რაიმე რესურსს ხელისუფლება დაბიზნესი ვერ მოიძიებს მე ავანაზღაურებო, ანროდესაც 2013 წელს კახეთში სტიქიის შედეგადდაზარალებულებისთვის ფონდმა ქართუმ 100 მილიონი ლარი გამოყო სოფლის მეურნეობისთვისდა სახურავების შესაკეთებლად. ეს ყველაფერიგია ხუხაშვილს რასაკვირველია ჩემზე უკეთმოეხსენება, მაგრამ ნუ, როგორც ჩანს მავნებლობამისი ჰობია. ბატონი გიას ლოგიკით,ზემოთხსენებული ინიციატივებიც ამპარტავნობა დათვითტკბობა გამოდის, ანუ დახმარება, ემპათია, სხვაზე ზრუნვა მხოლოდ თვითტკბობის ჭრილშიწარმოუდგენია ამ ადამიანს.

ეს სტატუსი რომ ვნახე, სანამ წაშლიდა, გამახსენდა, გასულ კვირას ვუყურე კლინტისტვუდის ახალ ფილმს რიჩარდ ჯიუელი, სადაცმთავარი პერსონაჟი სახალხო შეკრების ადგილასბომბს აღმოაჩენს და მისი დროული რეაგირებისსაფუძველზე უამრავი ადამიანი გადარჩება. შემდეგკი სკანდალზე და გაყიდვებზე ორიანტირებულიმედია სტატიას გამოაქვეყნებს, სადაც ამ ადამიანსბრალს დებს აფეთქების დაგეგმვაში იმ ლოგიკით,რომ უნდოდა ხალხის თვალში გმირიგამოჩენილიყოო. ეს ფილმი რეალურად ისტვუდმატრამპის მხარდამჭერი მესიჯით გადაიღო,რომელსაც ლიბერალური მედია მუდამ აძაგებს დამრავალ ყალბ ინფორმაციას უვრცელებს, თუმცაჩვენ შემთხვევაშიც იდეალურად ერგებაგარემოებას. სიკეთის და დახმარების აქტზეროდესაც პირადი მიზერული ვნებებისდასაკმაყოფილებლად ამბობ თვითტკბობა დაამპარტავნებააო, ამაზე მეტად როგორ უნდადაკნინდე ადამიანი, უკვე ძნელი წარმოსადგენია,” – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები