შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა.
რწმუნებულმა რეგიონში პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საკონსულტაციო სხდომის წევრებმა რეგიონში განსახორციელებელი 16 პროექტი მოიწონეს. კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტში: · გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/ გზის გარე განათება; · წედისი, ბნავისი, ოლოზის წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ ძევერის წყლის სისტემის მოწყობა, ქალაქ გორში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქალაქ გორში, საფეხბურთო აკადემიის პროექტი.
ქარელის მუნიციპალიტეტში: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის ქარელი-რუისი 3,4 კმ–იან მონაკვეთზე მეორადი გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის ღარებით სარწყავ-სანიაღვრე არხის პროექტი, აფნისის გზის პროექტი, აგარის ქუჩების რეაბილიტაცია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში: ჩორჩანას შიდა გზების რეაბილიტაცია, ქვემო აძვისის გზის პროექტი, ქვიხშეთი-ტაშისკარის დამაკავშირებელი გზის პროექტი.
კასპის მუნციპალტეტში: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, ყარაფილა-სარიბარი-ზარდიაანთკარის გზის რეაბილიტაცია, ხოლო ღვთისმშობლის ეკლასიის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.