მაია ცქიტიშვილი: საავადმყოფოები, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს” დახმარებით გაკეთდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ფონდ „ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „ქართუ” მზადაა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს.
მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გვევლინება „ქართუ”.
“ჯგუფი „ქართუ” უკვე 30 წელია, ასრულებს ფუნქციას და ის არის დამზღვევი სახელმწიფოსი იქ, სადაც ქვეყანას უჭირს. ასევე, იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გვევლინება „ქართუ”. ყველას ახსოვს საქველმოქმედო საქმიანობა. ის საავადმყოფოები, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს” დახმარებით გაკეთდა. დღესაც, ეს შესაძლო დახმარება არანაირი თანხით არ არის შეზღუდული და „ქართუ ფონდიდან” ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სრული მხარდაჭერის მზაობა არის იქ, სადაც სახელმწიფო ამ დახმარების საჭიროებას დაინახავს. მადლობა „ქართუ ფოდს” ამისთვის”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.