ლენინგრადის ოლქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვია

ლენინგრადის ოლქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსი იტალიიდან დაბრუნებულ ქალს აღმოაჩნდა.

რეგიონის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის სანკ პეტერბურგის საავადმყოფოში იმყოფება.

მანამდე, რუსული მედია წერდა, რომ სანკტ პეტერბურგში კორონავირუსის ეჭვით დაკვირვების ქვეშ 1231 ადამიანი იმყოფება.

ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია.
როგორც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან განიხილებოდა იდლიბთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულების საკითხი, საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ვითარება და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები