ამირან გამყრელიძე: მივმართავ ჰოსპიტალურ, ამბულატორიულ, ფარმაცევტულ სექტორს რომ არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო საავადმყოფოებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ მედიკამენტებსა, თუ სხვა სამედიცინო საშუალებებზე მსოფლიოში არსებული დეფიციტით და ხელი შეუწყონ, რომ მოსახლეობას ამ საშუალებებზე მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს.

გამყრელიძეს თქმით, ყველა საავადმყოფო მზად უნდა იყოს გადაუდებელი სიტუაციებისთვის.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს, ყველა საავადმყოფოს, განურჩევლად მფლობელობისა და მეპატრონისა, ვთხოვ მათ, იყოს შესაბამისი მზადყოფნა, ესაა სალიცენზიო პირობებში, რომ თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ე.წ. გადაუდებელი სისტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების შესახებ შესაბამისი მარაგები მედიკამენტების დაცვის საშუალებების და ა.შ.

საქართველოში ჰოსპიტლების დაახლოებით 80% არის კერძო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიაა, არავინ არჩევს. პანდემიამ და ინფექციამ არ იცის კერძო და სახელმწიფო, ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ კერძო სექტორს. ძლიერ კერძო სექტორს საქართველოში, როგორც ჰოსპიტალურს და ამბულატორიულს, ისე ფარმაცევტულს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, როდესაც მთელ მსოფლიოში გარკვეულწილად დეფიციტია სახარჯი მასალების, დამცელი საშუალებების და ა.შ., ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვმდომობა ჰქონდეს, ყველა იმ საჭირო მედიკამენტურ თუ სხვა სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის საჭიროა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები