“თი ბი სი” დისტანციური მუშაობისთვის მზად არის
“თი ბი სი”, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა, უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. “თი ბი სი” ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.
“თი ბი სის” სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება. განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს.
ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ,“ – განაცხადა “თი ბი სი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“თი ბი სი” მზად არის, ინდივიდურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა.
“თი ბი სისთვის “მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრისა და მომხმარებლის ჯანმრთელობა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!”, -ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
R