ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველჰყოფს.
ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს, – აცხადებენ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები