შემოსავლების სამსახური: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სერვისებით სარგებლობისთვის გამოიყენეთ დისტანციური მომსახურებები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, კორონავირუსის შესაძლოს გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას სერვისებით სარგებლობისთვის დისტანციური მომსახურების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები:

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მისამართი – www.rs.ge

ელექტრონული სერვისების გვერდის მისამართი: www.eservices.rs.ge

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@rs.ge

სატელეფონო ცენტრის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 299 299, “- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები