გორის საკარანტინო სივრცეში 34 პაციენტია – კორონავირუსზე 2 მათგანის პასუხს ელოდებიან

სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 34 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგანაც 30 საქართველოს მოქალაქე – აქედან 7 სამხედროა. კარანტინში იმყოფებიან, ასევე, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქეები. 

ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობას იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მათივე ცნობით, 2 საეჭვო პაციენტის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს ხვალ ელოდებიან.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – გართულებებისა და განსაკუთრებული ჩარევის საჭიროების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები