ავსტრიაში კორონავირუსის 302 შემთხვევაა დადასტურებული

ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 302–მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ, გუშინდელი მონაცემით, 246 დაავადებული ფიქსირდებოდა.

უწყების ინფორმაციით, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

რაც შეეხება დაავადების გავრცელების ადგილს, ჩინეთის ხუბეის პროვინციას – როგორც დღეს ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ უხანის გარდა, ხუბეის სხვა ქალაქებში ვირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის აღნიშნული ტალღის პიკი ჩავლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები