მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.

“არ შეცვლილა მდგომარეობა, მინიმალური ჩივილებით არის. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები