მარინა ეზუგბაია: ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მძიმე იყო, დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტიდან 5 ადამიანს პნევმონია აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მძიმე იყო, დასტაბილურდა.

“ზოგადად, 5 პაციენტთან პნევმონიაა დადასტურებული. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მიმდინარეობით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პაციენტთან მდგომარეობა დასტაბილურდა, მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საშუალო სიმძიმის. დანარჩენი 4 მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული. დღეს დილის მონაცემებით, ამ ეტაპზე პროგრესირება არ შეინიშნება”, – განმარტა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები