თიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ თამაზ მეჭიაურთან ერთად, მუნიციპალიტეტისმასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულიპროექტები მოინახულა და ადგილზე არსებულვითარებას გაეცნო.
გრძელდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაბა თიანეთში. პროექტის ფარგლებში, შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე, ჯამურად, 1 600 000 ლარზე მეტიდაიხარჯება.
ასევე, აქტიურად გრძელდება ღულელების, ტოლაანთსოფლის, თრანის, მაგრანეთის, ზემონაქალაქარის, ქვემო ნაქალაქარისა და დორეულების დამაკავშირებელი 10-კმ–იანი გზის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებას, 2 ახალი ხიდის მშენებლობას, 1 არსებული ხიდის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე არხების მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 5.5 მილიონ ლარს აღემატება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია სოფელ საყდრიონსა და სოფელ სიმონიანთხევშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს პირადად გაეცნენ.
მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში პროექტების მიმდინარეობას რეგულარულ მონიტორინგს უწევს.