ანაკლიის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

ანაკლიის მოსახლეობა  ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივების განცხადებით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარის დროს ანაკლიის მთელს ტერიტორიაზე ქვიშის ბუღი დგება, ხილვადობა შეზღუდულია და სუნთქვა ჭირს.

მათივე თქმით, ანაკლიაში მძიმე ეკოლოგიური კატასტროფაა. ქარის ოდნავი გაძლიერების შემთხვევაში, ეზოები თუ სახლები ქვიშით ბინძურდება და მოსახლეობა დროებით ნათესავებთან აფარებს თავს.

ოპოზიცია ანაკლიაში არსებულ “მძიმე ეკოლოგიურ” მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემა პორტის ტერიტორიაზე დაუსრულებელ სამუშაოებს უკავშირდება.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. ამ ეტაპზე, გაურკვეველია, რომელი კომპანია გააგრძელებს მის მშენებლობას. ხელისუფლების ინფორმაცით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები