ანრი ოხანაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში არათანმიმდევრულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ნაწილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია ოლქების მოპარვას ცდილობს.

ოხანაშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში არათანმიმდევრულია.

“ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა იყო, მეტი დაახლოვება პროპორციულ სისტემასთან და დღეს რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ოპოზიცია ითხოვს, რომ თურმე მეტი სამაჟორიტარო ოლქი უნდა იყოს კიდევ. აი, ასეთი არათანმიმდევრულია, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში. ამაზე ხომ შევთანხმდით?! ეს ხომ იცოდნენ? ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულად გადანაწილდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები