პირი, რომელიც თელავის უნივერსიტეტის პროფესორს თავს დაესხა, გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმოაჩინეს.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, 50 წლამდე მამაკაცს, ბოლო პერიოდში, დეპრესიის ნიშნები აღენიშნებოდა. ის გასულ თვეებში თელავის უნივერსიტეტის პროფესორს თავს დაესხა და მას ლიკვიდაციით ემუქრებოდა. თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126- ე მუხლით მიმდინარეობდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.