გორში სახელოსნოში გასაკეთებლად მიყვანილი მანქანა გაქურდეს
გორში, კომბინატის დასახლებაში სახელოსნოში გასაკეთებლად მიყვანილი “ტოიტას” მარკის ავტომობილი გაქურდეს. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, მანქანას საბურავები და სხვადასხა ნაწილი მოხსნეს. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.