საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1606-მდე გაიზარდა, ავსტრიაში კი – 182-მდე
საფრანგეთში კორონავირუსით 1606 ადამიანია დაავადებული, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 194 -ით გაიზარდა.
რაც შეეხება ავსტრიას – აქ COVID-19-ით 182 ადამიანია ინფიცირებული, 4 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.