სოფელ ზედა ეწერში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ძლიერი ხანძარი იყო. ამ წუთებში ადგილზე ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია, რადგან გზის სავალ ნაწილთან წიწვოვან ხეებს ცეცხლი უკიდია.
ხანძრის შედეგად დამწვარია თხილის პლანტაცია და წიწვოვანი ხეები.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 20 მეხანძრე- მაშველი მუშაობს.