სოფელ გოსტიბეს ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
სოფელ გოსტიბეს მიმდებარედ, ტყის მასივში ცეცხლის კერების გუშინ გაჩნდა და ტყის საფარის ქვედა ზოლს მოედო.
“ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებული, თუმცა ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ინტენსიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუსტად მიღებული ზარალის შესახებ ინფორმაციის გაცემა სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადეს უწყებაში.