ვაკიჯვარსა და გომში ხანძრის კერები კვლავ აქტიურია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- ვაკიჯვარსა და გომში კვლავ ხანძარია. ვაკიჯვარში ცეცხლი ქარსაცავ ზოლს გუშინწინ გაუჩნდა, გომში კი გუშინ საღამოს მერე ცეცხლი ტყეს უკიდია. ადგილი მიუვალია და სპეცტექნიკა ვერ მუშაობს.
გუშინდელი მონაცემებით, ვაკიჯვარში ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა, დღის მეორე ნახევარში კვლავ გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ორივე კერაზე 165 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული. ორივე ადგილას, მთელი ღამის განმავლობაში, მეხანძრე მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.