ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოქალაქეები უკან გააბრუნეს

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტზე, ბოლო ორ დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა, მათ საზღვარზე ტემპერატურა და ახალი პასპორტები დაუფიქსირდათ, რის გამოც საზღვარზე არ შემოუშვეს.

“გუშინდელი მონაცემებით, საზღვარი აზერბაიჯანის 24 და უკრაინის 1 მოქალაქეს დავატოვებინეთ. ზოგ შემთხვევაში  ტემპერატურა , ზოგ შემთხვევაში კი ახალი პასპორტი გახდა მიზეზი საქართველოში არშემოშვებისა, ვინაიდან არის მაღალი ალბათობა, რომ ახალი პასპორტის მქონე მოქალაქეები იმყოფებოდნენ რისკჯგუფ ქვეყნებში და პასპორტის გამოცვლით მალავდნენ სამოგზაურო ისტორიას”, – განმარტა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მასშტაბით, დღეის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 46 ადამიანი ფიქსირდება და არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები