ლევან გოფოძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში დღეს 16 მოქალაქე შეიყვანეს

“თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 45 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 16-მა საკარანტინო რეჟიმი დღეს დაიწყო”, – ამის შესახებ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ჯგუფი, სავარაუდოდ, იტალიიდან ჩამოფრინდა.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 მოქალაქე იმყოფება. დილას მივიღეთ 16, რომლებიც, მე როგორც ვიცი, იტალიიდან ჩამოფრინდნენ. ამ პაციენტებს გამოკვლევა არ ჩატარებიათ, ამიტომაც მოთავსებული არიან იზოლირებულ ზონაში და დღეს, სავარაუდოდ, მათ გადაიყვანენ დაკვირვებისათვის სხვა სივრცეში”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი განცხადებით, ახალი კორონავირუსი რესპუბლიკურში მყოფ არცერთ პირს  დაუდგინდა. ასევე, ჯერ უცნობია ორ პაციენტის კვლევის შედეგი. ისინი რესპუბლიკურიდან ინფექციურში გუშინ გადაიყვანეს.

ამასთან, ლევან გოფოძე ამბობს, რომ, ინკუბაციის პერიოდის ამოწურვის გამო, რამდენიმე მოქალაქე რესპუბლიკური კლინიკის საკარანტინო ზონას რამდენიმე დღეში დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები