თამარ მახარობლიძე: ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი თამარ მახარობლიძე წერს.
იურისტი ამბობს, რომ ირაკლი შოთაძემ კორუფციული გადაცდომა, პირველ ყოვლისა, არ აპატია მისი სისტემის წევრს და მან ეს გააკეთა საჯაროდ.
“პროკურორის დაკავება პირადად გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებითა და ხელმოწერით ხდება. ირაკლი შოთაძემ მიიღო მძიმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. პირველ ყოვლისა, მან არ აპატია კორუფციული გადაცდომა მისი სისტემის წევრს და მეორე, მან ეს გააკეთა საჯაროდ. ეს არის მარტივი მესიჯი გენპროკურორის მხრიდან ყველა საჯარო მოხელის მიმართ – კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო”, – წერს თამარ მახარობლიძე