იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში იმყოფება – რეგიონებთან მიმოსვლა შეზღუდულია

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი, მათ შორის ლომბარდია, ასევე, 14 პროვინცია კარანტინში იმყოფება კორონავირუსის გამო.

შეიზღუდება შესვლა-გამოსვლა რეგიონებში, ასევე, მოძრაობა რეგიონების შიგნით (გამონაკლისს წარმოადგენს სამსახურთან ან მკურნალობასთან დაკავშირებული მგზავრობა, ასევე, „საგანგებო სიტუაციები“). პოლიციას უფლება ექნება, გააჩეროს მოქალაქეები და შეამოწმოს, რამდენად მიზანშეწონილია მათი გამოსვლა.

გარდა ამისა, ჩაკეტილი ზონის შიგნით დროებით შეწყდება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ხალხი 37.5°C-ით მაღალი ტემპერატურით სახლში უნდა დარჩეს და მინიმუმდე დაიყვანოს გარშემომყოფებთან კონტაქტი.
შეზღუდვები 3 აპრილამდე გასტანს. საკარანტინო ზონაში 16 მილიონი ადამიანია მოქცეული, რაც იტალიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 7. 375 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 366 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები