გურიაში ქარსაცავი ზოლი იწვის – ცეცხლი 10 ჰა ფართობს უკიდია

გურიის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 10 ჰა ფართობს უკიდია და თუ ხანძრის ლოკალიზება დილამდე ვერ მოხდება, სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები