ეკა ბესელია: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციები გვაქვს და მალე ყველაფერი ცნობილი გახდება
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, დგება საკვანძო მომენტი, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი უნდა დაინიცირდეს.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მივედით უკვე საკვანძო მომენტთან. რამდენიმე დღეში, ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი. მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის ამ კონსენსუსისა და ცვლილებებისთვის. ამ ორ დღეში გვექნება აქტიური კონსულტაციები და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოინახოს კომპრომისული გზა, მე მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია. ასეთი ძლიერი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასოდეს არ ჰქონიათ და მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს ამისთვის. ალბათ უკვე ამ ორ დღეში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ვიქნებით მზად. ახლა მთელი პასუხისმგებლლობა გადავიდა მმართველ პარტიაზე. გვაქვს უკვე ბოლო კონსულტაციები და ალბათ დღეს, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ყველაფერი ცნობილი გახდება“,- განაცხადა ბესელიამ.