“ქაცარავა თვალით არც მინახავს” – ოკუპანტების მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულმა და შემდგომ გათავისუფლებულმა ელდარ გუნდიშვილმა გორის სამხარეო პოლიცია დატოვა. გუნდიშვილი გამოკითხვაზე ხელმეორედ მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ ელდარ გუნდიშვილს ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად გუნდიშვილი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ელდარ გუნდიშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ დავით ქაცარავასთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არავის მოუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ასკილს ვკრეფდი და მაშინ წამომადგნენ. დამიჭირეს მაშინ და წავიქეცი. არავის არ ვუცემივარ, თავიდან შევეწინააღმდეგე , მერე დავნებდი, დამადეს ბორკილები და წამიყვანეს. დღეს პოლიციაში ხელახლა დამკითხეს. რომ წავიქეცი, მაშინ არ მივაქციე ყურადღება. ახლა არაფერი არ მტკივა არც ექიმთან ვყოფილვარ, არაფერი არ მტკივა და რაზე უნდა ვყოფილიყავი. არც მაშინ მტკიოდა და არც ახლა. ჩემმა მეუღლემ განაცხდა ეს ამბავი, თუმცა არავის არ ვუცემივარ.
დავით ქაცარავა თვალითაც არც მინახავს”,- განაცხადა გუნდიშვილმა.