ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების საკითხზე შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების საკითხზე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებსა და ავსტრიის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანლის მოადგილესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს საერთაშორისო პარტნიორებთან ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.
მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე, იმ რეგულაციებსა და ქმედებებზე, რომლებსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
საფრანგეთის, შვეიცარიისა და ავსტრიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი მთავრობების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესახებ.
მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.