ქვიშხეთში ჩინურმა კომპანიამ ქართველი მუშები კორონავირუსის გადადების შიშით მშენებლობაზე არ შეუშვა

ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობაზე, ქართველ მუშებს კორონავირუსის გადადების შიშით სამუშაოდ არ უშვებენ. როგორც “რეგიონულ კვირას” გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, პრობლემა დღეს დილით წარმოიქმნა, როდესაც ქართველ მუშებს ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ სამშენებლო ობიექტზე შესვლისა და მუშაობის გაგრძელების უფლება არ მისცა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, მშენებლობის პროცესი კი შეჩერებულია.

„დილით მივედით ჩვეულებრივ სამუშაოდ და აქაურმა ჩინელებმა გვითხრეს, რომ თქვენს ქვეყანაში კორონავირუსია გარცელებული და ჩვენ შეიძლება გადაგვედო მათთვის. სასაცილოა ჩინელი მეუბნება, რომ კორონა ვირუსი შეიძლება გადავდო, როდესაც ვირუსი სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა. ახლა შეჩერებულია მუშაობა და თვითონაც მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ ჩვენთან“, –  განაცხადა ქვიშხეთის გვირაბში დასაქმებულმა მუშამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები