ირაკლი სირაძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტს უხელმძღვანელებს
სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც კომპანია Ecovis ATA-ს პარტნიორი, ირაკლი სირაძე უხელმძღვანელებს.
ირაკლი სირაძეს აქვს საგადასახადო-საბაჟო სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, მათ შორის – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციებზე.
კომიტეტი დაკომპლექტდა წამყვანი აუდიტორული კომპანიების KPMG, BDO, გვაზავა და პარტნიორები და Nexia TA-ს წარმომადგენლებით.
,,ჩვენი კომიტეტის მიზანი იქნება, განიხილოს და რეაგირება მოახდინოს პალატის წევრი ბიზნესკომპანიების გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზე. აქტიურად ვითანამშრომლებთ დაინტერესებულ ბიზნესასოციაციებსა და პალატის საბჭოს წევრ ასოციაციებთან. კომიტეტი, ასევე, შეიმუშავებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის ზრდის მიზნით”, -განაცხადა ირაკლი სირაძემ.