სენაკში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
სენაკში, შონიას ქუჩის 40 ნომერში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სენაკის მერიის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით დაეხმარებიან.