“ძირს ეგდო ახალგაზრდა გოგო და სისხლი სდიოდა”- რას ჰყვება თვითმხილველი ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ მეუღლის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სავარაუდო ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან არიან.
“ავტობუსს ველოდებოდი, მოულოდნელად, ჩოჩქოლი ატყდა. მოვიხედე, ძირს ეგდო ახალგაზრდა გოგო და სისხლი სდიოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ხელით გადაიყვანეს საავადმყოფოში. იქვე ეგდო სისხლიანი დანაც. ასევე, დავინახეთ ეჭვმიტანილი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია”, – განაცხადა თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში ყოფილმა ქმარმა 25 წლამდე გოგო დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქუჩაში მოხდა. როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, ქალს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყებული. ის ხაშურის „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც, ამ წუთებში, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.