თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით ეკატერინე ტიკარაძე, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს კორონავირუსს
“საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს კორონავირუსს”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ინფექციური საავადმყოფო, ქვეყნის სამედიცონო პერსონალი კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაფერს აკეთებენ.
,,მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოინიშნა, მან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, არსებული ვალდებულების ფარგლებში, აცნობა აღნიშნულ ორგანიზაციას და ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პირველი დადგენილებაც დამტკიცდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, სამედიცინო ქსელი სრულ მზადყოფნაშია. საკარანტინო სივრცეების რეზერვები შექმნილია და, ასევე, მზად არიან პროფილური საავადმყოფოებიც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საერთაშორისო დონეზე აღიარებითა და ხაზგასმით, უდავოა, რომ საქართველოს ხელისუფება, განსაკუთრებით – ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომლის დამსახურებაცაა ჯანდაცვის სფეროში სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება და რომლის საფუძველზეც კორდინირებულად მოქმედებენ (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ინფექციური საავადმყოფო, ქვეყნის სამედიცონო პერსონალი) მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გაუკმლავდეს კორონავირუსს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.