ემიგრანტები სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ “მათი თანატოლების მშობლები მიდიან საბერძნეთში და, ბოდიში და, ერთ ადგილს უწმენდავენ ბერძენ მოხუცებს”.
ემიგრანტები სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და მას მწვავედ აკრიტიკებენ.
ემიგრანტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან:
“შიზოფრენიკო, დღეს დაბრუნებაზე ვფიქრობთ და შენი ხელისუფლების დროს 35 -40 წელს ზემოთ ყველა საჯარო მოხელე რომ გათავისუფლდა სამსახურებიდან, მაშინ დაიცალა ზუსტად საქართველო“, – წერს მილა ბაკურაძე.
“მე მიშას დროს გავხდი ემიგრანტი. 13 წელი ემიგრაციაში“, – აცხადებს ნატო ჯახია.
“მე და ძალიან ბევრი ჩემნაირი შენი პრეზიდენტობის დროს წამოვედით, მიშა”, – წერს მარინა გელოვანი.
ქართველი ემიგრანტის მიერ გაზიარებულ პოსტს კომენტარებში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა თავისი სახელობის ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ “დღეს, თქვენი თანატოლების მშობლები მიდიან საბერძნეთში და ბოდიში და ერთ ადგილს უწმენდავენ ბერძენ მოხუცებს იმის გამო, რომ შიმშილით არ მოკვდეთ სახლში”.